ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალება.
მისივე თქმით, მოლდოვა ცდილობს გახდეს რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა და ევროინტეგრაციის ატრიბუტად რუსეთის სიძულვილი მიაჩნიათ.
"ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს - რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეუერთდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ჯგუფს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press