რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტის აღება სავალდებულო იქნება. სააგენტო "როიტერის" ცნობით, შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
როიტერის ცნობით, განკარგულება უკრაინის ოთხ რეგიონზე ვრცელდება. დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიეს მაცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება პირველ ივლისამდე მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი დეპორტაცია მოხდება.
დეპორტაციის საფრთხე შეიძლება დაექმუროთ ასევე იმ პირებს, რომლებიც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდებიან და მონაწილეობას მიიღებენ საპროტესტო აქციებში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press