საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ ერთად, მათ შორის მოუსმინონ კრიტიკასაც, რათა საქმე უკეთესობისკენ წავიდეს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
“საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ საფრანგეთი და საქართველო და თუ შემიძლია რომ რეკომენდაცია გავაკეთო, ის არის, რომ უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ ერთმანეთის იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობა არის საჭირო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ეს არის ყოველთვის პლიუსი. მე მოვედი, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი უპირველეს ყოვლის საქართველოს”, - განაცხადა კოლონამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press