Foto

ზელენსკი - ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ იარაღით შეგვიძლია

ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საჰარეო თავდაცვა, თანამედროვე თვითმფრინავები, არტილერია, ჯავშანტექნიკა და სხვა ტექნიკა არის საჭირო ეფექტური დაცვისთვის და უსაფრთხოების უზრუველყოფისთვის.

"დღეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა მოახერხეს რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება - 23-დან 21. ასე რომ არ მომხდარიყო, ტერორისტული სახელმწიფო კიდევ მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია. საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე თვითმფრინავი, რომლის გარეშეც არ არსებობს სრულად ეფექტური საჰაერო თავდაცვა,  არტილერია, ჯავშანტექნიკა, ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ზელენსკიმ.