რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ავრცელებს.
მისივე განმარტებით, ხანძარი წინასწარი ინფორმაციით უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა.
ცეცხლი 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"საწვავის ავზი იწვის....წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა გამოეწვია დრონით თავდასხმას", - წერს რაზვოჟაევი.
უკრაინულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press