Foto

ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა,  ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მკურნალი ექიმი, რაიმე ობიექტურ განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ექიმთან ურთიერთობას.

„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.