ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, შესაძლოა, "ევროპელ სოციალისტთა“ პარტიული ოჯახიდან გარიცხონ.
მდინარაძის განცხადებით, იმ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ოჯახის სიწმინდესა და ეროვნულ იდენტობას ეხება, რომელიმე ჯგუფიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დგებოდეს.
"თუკი, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას - ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე და ამას ეძღვნება კონფერენცია და ამის გამო თუ ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ უნდა გაირიცხოს, რადგან ამ ღირებულებებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას "ქართული ოცნება", ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ",- ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპელი სოციალისტების პარტია" (PES) პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვევის პარალელურად, საკუთარი რიგებიდან "ქართული ოცნების" გარიცხვის საკითხს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციაზე სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press