თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის სადაზვერვო ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიში მოკლეს.
ერდოღანის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) თვალყურს დიდი ხანია ადევნებდა.
"ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხანია თვალყურს ადევნებს "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. ლიდერს, აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშს. ეს პირი გუშინ განეიტრალდა ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს", - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლით ხელს უწყობს ევროპის უსაფრთხოებას.
აღსანიშნავია, რომ ალ-ყურეიში ISIS-ის ლიდერად გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დასახელდა, რაც მისი წინამორბედი სამხრეთ სირიაში მოკლეს. ალ-ყურეიშს ISIS "ძველ მებრძოლს" უწოდებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press