Foto

ჰერჩინსკი - არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში

ვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ მის ტერიტორიასა და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რათა რუსეთმა თავი აარიდოს ევროკავშირის სანქციებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. 

„ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციები. ჩვენი მიზანია, რომ შევცვალოთ რუსეთის ქცევა და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად.

რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ხდება და ასევე, ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. 

ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ პროცესის აღსრულებაში სხვადასხვაგვარად არის ჩართული, როგორც საქართველო, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა სანქციებს და არა ყველას. ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიასა და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რომ თავი აარიდონ ჩვენს სანქციებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში",- ამბობს პაველ  ჰერჩინსკი.