რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მისივე თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ძალებმა რეგიონზე 39 თავდასხმა განახორციელეს და მძიმე არტილერიიდან 163 ჭურვი გაისროლეს.
"რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ღამით ხერსონის რეგიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა გაანხორციელეს 39 თავდასხმა, გაისროლეს 163 ჭურვი მძიმე არტილერიიდან და თვითმფრინავებიდან", - თქვა პროკუდინმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press