Foto

ხაბეიშვილი კალაძეზე - დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ განაცხადა, რომ "თუ [ევროკავშირი კანდიდატის სტატუს] მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა.

ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს.

„დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს...

საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში "ფეხადგმული", რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი ... ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ ...

მკვლელი შადრევანით, ყველაფერში "ფულაობით" , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი.

უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.