ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისში მტვრის ქარიშხლის გამო მომხდარ მასშტაბურ ავტოკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 37 პირი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ცენტრალურ ილინოისში, სანგამონისა და მონტგომერის ოლქების დამაკავშირებელ მთავარ გზატკეცილზე, დაბალი ხილვადობის გამო, საგზაო კატასტროფაში 70-ზე მეტი ავტომანქანა მოჰყვა.
ილინოისის შტატის პოლიციის მაიორმა, რაიან სტარიკმა თქვა, რომ დაშავებულთა ასაკი 2-დან 80 წლამდეა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება.
რაც შეეხება დაღუპულებს, დაღუპულთაგან ერთი 88 წლის კაცი იყო, დანარჩენი 5-ის იდენტიფიცირებაზე კი, პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press