რუსეთს ბახმუტის აღება 9 მაისამდე სურს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ბახმუტის აღების თარიღის გადადებაში გინესის რეკორდს დაამყარებს, ვინაიდან, ბახმუტის აღების პირველი თარიღად მათ 2022 წლის ივლისი დაასახელეს, თუმცა ის დღემდე მყარად დგას.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ დასახული გეგმები რეალობად არ იქცეს.
"რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება, მაგრამ თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი გეგმები რეალობად არ იქცეს.
მალე გინესის რეკორდს დაამყარებენ [ბახმუტის] აღების თარიღის გადადებაში. მარტის ბოლომდე მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები 2022 წლის ივლისში იყო, თუმცა ის დღემდე მყარად დგას", - განაცხადა ჩერევატიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press