Foto

რეზნიკოვი - უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით ნატო-ს დავალებას წარმატებით ასრულებს

უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით ნატო-ს დავალებას წარმატებით ასრულებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ნატო-ს მთავარი ამოცანა აგრესიის შემთხვევაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, ამ დავალებას კი უკრაინა სისხლისა და სიცოცხლის ფასად ასრულებს.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკელებმა რუსეთის მხრიდან საფრთხის საპასუხოდ შექმნეს, ადრე ამ საფრთხეს საბჭოთა კავშირი ერქვა. ნატო-ს მთავარი ამოცანაა აგრესიის შემთხვევაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დღეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წარმატებით ასრულებს ნატო-ს ამოცანებს, არის უკრაინა. ძნელად, ჩვენი სისხლის, სიცოცხლის, სახლების ფასად, თუმცა დღეს ჩვენ ვასრულებთ ნატო-ს მისიას“, - განაცხადა რეზნიკოვმა.