Foto

ერმაკი - უკრაინა არ გაჩერდება, სანამ ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას არ გაათავისუფლებს

უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას არ გაათავისუფლებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პარტნიორი ქვეყნების მუდმივი და გაზრდილი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება.

"უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას არ გაათავისუფლებს და ამისათვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მუდმივი და გაზრდილი მხარდაჭერა", - წერს ერმაკი.