მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს მიიღებს, ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში.
"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება”, პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!!
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!", - წერს მორგოშია.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press