ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება სტაბილურია, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება კი ოდნავ გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას: 17% კარგად აფასებს; 41% საშუალოდ; 28% ცუდად; 13% ამბობს რომ არ იცის; 1% უარს ამბობს პასუხზე;
პრემიერის საქმიანობას: 30% კარგად აფასებს; 31% საშუალოდ; 28% ცუდად; 10% ამბობს, რომ არ იცის; 1% უარი პასუხზე.
პარლამენტის საქმიანობას: 13% კარგად აფასებს; 40% საშუალოდ; 37% ცუდად; 9% ამბობს არ ვიცი; 1% უარი პასუხზე.
NDI-ის ცნობით, გამოკითხვა 2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.
მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუტები, ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და საგარეო პოლიტიკა.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press