Foto

ჯონსონი - უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს

უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ძალისხმევას მხარი უნდა დაუჭიროს.

"უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს მის ძალისხმევას ამ მიმართულებით", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.