უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით ჩავა, გერმანიის ძალოვანი სტრუქტურები კი, პრეზიდენტის ვიზიტისთვის უკვე ემზადებიან.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 14 მაისს ზელენსკის ოფიციალურად სამხედრო პატივით მიიღებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ამის შემდეგ კი დაგეგმილია მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის ქალაქ აახენში ჩაფრინდება, სადაც მას კარლოს დიდის პრემიას გადასცემენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press