მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ზომების მიზანი იქნება დრონების უკანონო გამოყენების პრევენცია, რამაც შესაძლოა გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შემოგვეღო აკრძალვა ქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე, გარდა იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით“, - განაცხადა სობიანინმა.
როგორც მერის და ქალაქის მთავრობის პორტალზეა აღნიშნული, შესაბამისი ოქმი ოპერატიული შტაბის სხდომაზე გაფორმდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press