უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მიტანის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლის თავდასხმებზე და აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა არსებულ საშუალებას მიმართავს ტერიტორიების გასათავისუფლებად და არა სხვა სახელმწიფოებზე იერიშის მისატანად.
"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის", - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.
კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press