უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ის იაზრებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ვერ მოხდება იქამდე, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ სურვილია, რომ პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რათა მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება.
"უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთის მხარს ვუჭერდით ფინეთის სწრაფვას NATO-ს წევრობისკენ და მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ეს მოგილოცოთ. როდესაც მეკითხებით, რა სახის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას, გეტყვით, რომ ზუსტად იგივე.
უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება. ნათლად გვესმის, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე ომი მიმდინარეობს, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რომ მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება იმაზე მეტად, ვიდრე ღია კარია. გვსურს, ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერა დღესვე გვქონდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press