მე დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი კრემლიდან წამოსულ თითოეულ ინფორმაციას, – ასე გამოეხმაურა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოსკოვის ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა.
მისივე თქმით, ის გაეცნო გავრცელებულ მოხსენებებს, მაგრამ ვერ ადასტურებს, რადგან მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„მე ვნახე მოხსენებები. მე მათ ვერანაირად ვერ ვადასტურებ. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით… უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს”, - განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.
კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press