Meta-მ 80 პრო-სამთვრობო ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში დაბლოკა, რომლებიც სოციალური ქსელებში არსებულ პოლიტიკას არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევით არღვევდნენ.
როგორც Meta-ს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად და მოეხდინათ მათი პოპულარიზაცია, რაც გამოიხატებოდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებით, რაც მაქსიმალურად გააქტიურდა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის კონტექსტში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საერთო თანხის ოდენობა, რაც Facebook-სა და Instagram-ის რეკლამებში დაიხარჯა, 33 500 აშშ დოლარს შეადგენდა.
"სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებას, რომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული.
ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press