განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმი, მიხეილ სააკაშვილი პირად სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის გონების დაკარგვის დროს წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა, მაგრამ ექიმებმა დროული რეაგირებით შეძლეს მისი მოსულიერება.
"როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება", - წერს სააკაშვილი.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press