ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს.
ტრამპის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პასუხისმგებელია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის და კარგად ვიცნობ პუტინს. ასე, რომ მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში 100%-ით. ეს გარიგება ადვილი იქნებოდა",- განაცხადა ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press