მინდა მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების სამეფოს მუდმივი მხარდაჭერისთვის, "პატრიოტის" სისტემებისთვის, რომლებმაც უკვე გადაარჩინეს ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავის მხრივ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი უკრაინას პარტნიორებთან ერთად გრძელვადიან მხარდაჭერას დაჰპირდა.
„თქვენი ვიზიტი ნიდერლანდებში კიდევ ერთი ძლიერი სიგნალია, რომ უკრაინელი ხალხი და მისი პრეზიდენტი არ დაემორჩილებიან რუსეთის აგრესიას. ნიდერლანდები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ თქვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა მარკ რუტემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში დღეს, 4 მაისს ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press