ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, - ასე გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბუნდესტაგის დეპუტატის, კონსტანტინ კულეს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად კლასიფიკაცია მყისიერად შეამცირებს გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას.
კრამონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან დისიდენტების ექსტრადირებაც კი მოსალოდნელია, ხოლო რაც შეეხება მოლდოვას, ის სხვა შემთხვევაა.
"ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, დისიდენტების ექსტრადირებაც მოსალოდნელია და აღარ ვარ დარწმუნებული. მოლდოვა სხვა შემთხვევაა" , - წერს კრამონი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press