[პალატაში] რკინის მაგიდა არ არის, სტატიებისთვის სჭირდება "ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას ჩამოარტყა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის "ფეკ კამპანია", რომელშიც მილიონობით დოლარი არის დახარჯული, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო ამ "ფეიკ" ინფორმაციებს, წარმატებით უმკლავდება.
„რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა ჯდება და ის შეკვეთილი სტატიები ასე მარტივად რომ არ გაივლიდა, ესეც ძალიან კარგად ვიცით და ამ სტატიებისთვის სჭირდება "ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს. ამაში ხდება ფულის გადახდა, ამ მავნებლობაში. კონკრეტული შეკვეთილი სტატიებით თავის როლს ასრულებენ, გასაგებია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ამ „ფეიკებსაც“ საბედნიეროდ წარმატებით უმკლავდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტის განცხადებას დღეს, 4 მაისს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ფაქტს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.
როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სამედიცინო მედპერსონალის მიერ გონების კარგვის ეპიზოდი არ დასტურდება.
რაც შეეხება რკინის მაგიდას, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press