ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას სურს, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისგან მოისმინოს უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები „ალიანსის ღია კარის“ შესახებ.
„ჩვენ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა უკვე ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში დღეს ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press