მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა, კრემლზე თავდასხმის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს აღელვებს, რომ მომხდარი ფაქტი შესაძალოა გამოყენებული იქნას მეტი უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად.
"მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. ეს არის ის, რაც გვაწუხებს. ჩვენ გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტი ადამიანის, ჯარისკაცი გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად" - განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.
კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press