Foto

გომელაური ე.წ. ქოლცენტრებზე - ჩვენ თუ ვმფარველობთ, რატომ ვკეტავთ, გიჟები ვართ?!

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იმისთვის, ე.წ. ქოლცენტრები "მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს", რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებას არ სცოდნოდა ე.წ. ქოლცენტრების არსებობა, გომელაურმა ასე უპასუხა:

"ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ?! ჩვენ ვააშკარავებთ. ეს, რა თქმა უნდა ტყუილია... დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება, რათა მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში“, - განაცხადა შს მინისტრმა.