ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას მშვიდობა სურს, აქედან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინული მშვიდობის ფორმულა შესთავაზა, მან შეხვედრაზე ასევე შესთავაზა ბაჰრეინს, რომ ფორმულის გარკვეული პუნქტების განხორციელებასა და მომავალ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა მიიღოს.
"უკრაინას მშვიდობა სურს და ამიტომაც შევთავაზე უკრაინული მშვიდობის ფორმულა საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ მადლობელი ვიქნებით ყველა სახელმწიფოსი, ვისაც ნამდვილად სურს დაეხმაროს უკრაინას მშვიდობის მიღწევაში. მე ვიწვევ ბაჰრეინს მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმულის გარკვეული პუნქტების განხორციელებასა და მომავალ სამშვიდობო სამიტში", - წერს ზელენსკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press