უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან "ვაგნერის" დაჯგუფების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მტრის გასანეიტრალებლად მთელ ძალებს იყენებს.
"ჩვენი მებრძოლების მიერ განადგურებულია ვაგნერელების საბრძოლო მასალების საცავები. ამიტომ, ჩვენც მთელ ძალებს ვიყენებთ მტრის გასანეიტრალებლად", - თქვა მალიარმა.
მანამდე მალიარმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები 9 მაისამდე ცდილობენ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ამის გამო კი "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები სხვა მიმართულებებიდან ჩამოიყვანეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press