ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გამოაცხადა გლობალური COVID-19 საგანგებო მდგომარეობის დასრულება რომელიც გრძელდებოდა 2020 წლიდან.
ეს გადაწყვეტილება მან დღეს გამოაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, დაეთანხმა ჯანმო-ს ექსპერტების შესაბამის რეკომენდაციას.
„გუშინ საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა მე-15 შეხვედრა გამართა და რეკომენდაცია გამიწია, რომ გამომეცხადებინა საერთაშორისო საზრუნავი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა [COVID-19] დასრულებულად. მე დავთანხმდი ამ რეკომენდაციას“, - თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. .
„დიდი იმედით ვაცხადებ COVID-19-ის დასასრულს, როგორც გლობალურ საგანგებო მდგომარეობას დასასრულს“, - თქვა გებრეიესუსმა.
COVID-19 (ინგლ. COronaVIrus Disease 2019 — „კორონავირუსული დაავადება 2019“) — ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2). 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის პანდემია 2019-2020. პირველად ეპიდემიის გავრცელება შეინიშნა 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ქალაქ უხანში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით, ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. შემდგომში ვირუსი გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰონგ-კონგში, ტაილანდში, იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. ინფიცირებულები ასევე დაფიქსირდნენ სინგაპურსა და ნეპალში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. 2020 წლის 7 იანვარს ახალი ტიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, ვირუსი კი მიაკუთვნეს კორონავირუსებრთა ოჯახს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press