ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთში მიმდინარე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის“ წინაშე ვიდეომიმართვისას.
მისივე თქმით, მსოფლიო ახლა ჩართულია ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან, აქედან გამომდინარე ცივილიზებული სამყარო იბრძვის ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ თავისუფლება, ტრადიციები და ყველაფერი, რაც ძვირფასია.
„დიდი პატივია მივმართო თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს, რომლებიც შეიკრიბნენ უნგრეთში, რათა აღნიშნონ მარადიული ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც აერთიანებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანა საზღვრების გარეშე არ არის ქვეყანა. ჩვენ გვჯერა ტრადიციის, კანონის როლის, სიტყვის თავისუფლებისა და თითოეული ადამიანის სიცოცხლის ღვთისგან ბოძებული ღირსების.
ეს არის იდეები, რომელიც აერთიანებს ჩვენს მოძრაობას და ეს არის იდეები, რომელიც გადაარჩენს დასავლურ ცივილიზაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press