Foto

სუს - კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მხრიდან ჯაშუშობაში ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძის თავისუფლების აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, დღეს, 5 მაისს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.