პერუში, არეკიპას რეგიონის სამხრეთით მდებარე ოქროს მაღაროში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაღაროების კომპანია Yanaquihua-მ განაცხადა, რომ 175 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს, მაღაროელები მინიმუმ 80-100 მეტრამდე ზედაპირზე მუშაობდნენ.
ვარაუდობენ, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
პერუ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოქროს მწარმოებელი ქვეყანაა, რომელიც წელიწადში 100 ტონაზე მეტ ოქროს ანუ მთელი მსოფლიოს წლიური მარაგის, დაახლოებით, 4%-ს მოიპოვებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press