ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში, ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა ხალხის ჯგუფს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, მექსიკის საზღვართან მდებარე ქალაქ ბრაუნსვილში, მიგრანტთა თავშესაფრის სიახლოვეს მომხდარ შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებულია, სულ მცირე, 5 პირი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც BBC წერს, ინციდენტში მონაწილე მძღოლი დაკავებულია, მას ბრალი უკვე წაუყენეს.
ბრაუნსვილის პოლიციის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული თავდასხმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press