Foto

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებს, მოლდოვასა და საქართველოს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

მილოცვაში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ "ამ დღეს რუსეთი ღრმა პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა თავდაუზოგავმა ბრძოლამ და მუშაობამ შესაძლებელი გახადა ნაცისტი დამპყრობლების განადგურება და დაცვა".

"დღეს ჩვენი მორალური ვალია, წმინდად შევინარჩუნოთ ჩვენი მამებისა და პაპების მიერ გადმოცემული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული სიმართლის დამახინჯება ისევე, როგორც ნაცისტების, მათი თანამზრახველებისა და სხვა იდეოლოგიური მემკვიდრეების გამართლება", - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.