ევროკავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას "პოლიტიკო" ავრცელებს.
ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა "პოლიტიკო"-ს დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 13-14 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ დღის წესრიგი ჯერ ოფიციალურად შეთანხმებული არ არის.
როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, მოლაპარაკებები კავკასიის ორ ქვეყანას შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიმდინარეობს.
2 მაისს აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხები, მხარეები შეეხნენ ჰუმანიტარულ სიტუაციას, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად შეიქმნა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press