მტერი შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით და იქ ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დონეცკის მიმართულებით მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ბახმუტისა და მარინკას აღებაზე ამახვილებს, ამ ყველაფერს კი მტერი აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინული ძალების აქტიურ საომარ მოქმედების ზონებში გადაყვანა თავიდან აიცილონ.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მტერი შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით და იქ ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწია. დონეცკის მიმართულებით მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ბახმუტისა და მარინკას აღებაზე ამახვილებს. ბრიანსკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში რუსებს ორი ოპერატიული ჯგუფი ჰყავთ გამაგრებული. ოკუპანტები ამას იმისთვის აკეთებენ, რომ თავიდან აიცილონ უკრაინული ძალების გადაყვანა აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press