ქართული ოცნების რიტორიკა არა მხოლოდ კონსერვატიულია, ძალიან ხშირად ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირიმ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს ისეთ ქვეყნებს შორის, რომლის მომავალიც ევროკავშირშია, მაგრამ "ქართული ოცნების" ადგილი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებში არ არის.
"ძალიან მწყდება გული და შეშფოთებული ვარ საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო უნდა იყოს ისეთ ქვეყნებს შორის, რომლის მომავალიც ევროკავშირშია. ქართული ოცნების რიტორიკა არა მხოლოდ კონსერვატიულია, ძალიან ხშირად ანტიდემოკრატიულია. ეს არ არის ერთი ადამიანის განცხადება. ჩვენ პარტიის რამდენიმე წევრისგან ვიხილეთ მიუღებელი განცხადებები და არც ცდილობენ დამალონ, რომ ასეთ პოზიციებს იჭერენ. თქვენ შეიძლება იყოთ კონსერვატიული, ანტიდემოკრატიული პარტია, თუ ასეთი პარტიის არჩევა სურს საქართველოს მოსახლეობას, მათი საქმეა, მაგრამ პროგრესული სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებში თქვენი ადგილი არ არის", - განაცხადა კეტი პირიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press