დღეს, 9 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, სადაც ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ყოველდღიურად იცავენ. ამიტომ, ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში ევროპის დღე 9 მაისს გამართოს", - დაწერა ლაიენმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press