Foto

აშშ გეგმავს, უკრაინას $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცეს - მედია

ამერიკის შეერთებული შტატები სამშაბათს გეგმავს, უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საზენიტო საბრძოლო მასალებსა და საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავებს. 

ახალი პაკეტის ფარგლებში, კიევი ასევე მიიღებს არტილერიას, რაკეტებს, სატელიტურ გამოსახულებების დახმარებას, დაფინანსებას მიმდინარე ტექნიკური მომსახურებისთვის და სხვადასხვა სისტემების სათადარიგო ნაწილებს.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა კიევისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტის შესახებ 3 მაისს გამოაცხადა.