ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას. ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარესთან, დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დავით არახამია და ქართული ოპოზიცია კოორდინაციაში იყვნენ იმისთვის, რომ საქართველოში გადატრიალება მომხდარიყო.
"თქვენ გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო?! მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.
ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი [დავით არახამია] და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური პოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც. ერთადერთი მიზნით, რომ აქ რამე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.
საზოგადოებამ ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას, ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press