დღეს, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე "გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ. ამის შესახებ CNN წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ერთადერთი ტანკი იყოT-34-ის ტიპის საბჭოთა ეპოქის მანქანა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა.
"2022 წლის აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე T-90-სა და T-14-ის ტიპის ტანკები. დღეს არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემა - S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სისტემა - Yars-ზე გაკეთდა",- წერს CNN.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის იფორმაციით, საზეიმო აღლუმზე 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
როგორც CNN იწყება, წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.
ცნობისთვის, მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მძღვნილი აღლუმი, დაახლოებით, 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, წინა წლებში ღონისძიების ხანგრძლივობა საათნახევარს აღწევდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press