ევროკავშირი მზადაა, უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტთან საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების საკითხი განიხილა.
"უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას რუსული აგრესიისგან. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი. ამ კონტექსტში, ურსულას დღეს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press