ჩინეთმა კანადის კონსული ჯენიფერ ლინ ლალონდი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთი მკაცრად გმობს ტორონტოში მცხოვრები ჩინელი დიპლომატის ჟაო ვეის გაძევებას და საპასუხოდ, შანხაიში კანადის გენერალური საკონსულოს კონსულს ჯენიფერ ლინ ლალონდს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კანადამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს ჩინელ დიპლომატს, იმის გამო, რომ ის კანადელი პოლიტიკოსის დაშინების მცდელობებში მონაწილეობდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანადის კონსულმა ჩინეთი 13 მაისამდე უნდა დატოვოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press