Foto

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, იმრან ხანი დედაქალაქ ისლამაბადში, სასამართლოს შენობაში შესვლის შემდეგ დააკავეს.

დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრად 2018 წელს აირჩიეს, ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასული წლის აპრილში გადააყენეს, რის შემდეგაც ის ქვეყნის ხელისუფლებისა და არმიის აქტიური კრიტიკოსი გახდა, ამასთან ერთად ის რიგგარეშე არჩევნებისთვის კამპანიას აქტიურად აწარმოებდა.